ვებგვერდი მუშაობს საცდელ რეჟიმში

კონფიდენციალურობა

1. ვინ ვართ

ეს პოლიტიკა ეხება Algopera-ს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას.

  • დასახელება: შპს „ალგოპერა"
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 406552706
  • მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, მიკრორაიონი ვაზისუბანი IV, კვარტალი I, კორპუსი 8, სართული 7, ბინა N126
  • ელ. ფოსტა: privacy@algopera.ai

მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვართ ჩვენ.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

ანგარიშის მონაცემები. სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი, პაროლი (დაშიფრული სახით). ორგანიზაციის რეგისტრაციისას — კომპანიის სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი. ფიზიკური პირის რეგისტრაციისას — პირადი ნომერი.

ვერიფიკაცია. მობილურის ნომრის დასადასტურებლად გამოგზავნილი SMS-კოდი.

ავტორიზაცია მესამე სერვისით. Google-ით ან Facebook-ით შესვლისას ამ სერვისებისგან ვიღებთ თქვენს სახელსა და ელ. ფოსტას. პაროლს ამ დროს არ ვამუშავებთ.

გამოყენების მონაცემები. დასმული კითხვები და საუბრების ისტორია. ისტორიას ვინახავთ მხოლოდ თქვენი თანხმობით — თანხმობას ჩატში გვაძლევთ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ერთი სესია ან ყველა სესია წაშალოთ.

ტექნიკური მონაცემები. IP-მისამართი, მოწყობილობა, ბრაუზერი, სისტემური ლოგები.

გადახდის მონაცემები. ბარათით გადახდა მუშავდება გარე გადახდის პროვაიდერის მეშვეობით — ბარათის სრულ მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ და არ ვხედავთ. საბანკო გადარიცხვისას ვამუშავებთ გადამხდელის დასახელებასა და საბანკო რეკვიზიტებს. ვინახავთ გადახდის ფაქტს, თანხას, თარიღსა და სტატუსს.

საკონტაქტო ფორმა. სახელი, ელ. ფოსტა და შეტყობინების ტექსტი.

სიახლეების გამოწერა. ელ. ფოსტა — მხოლოდ მაშინ, თუ თავად გამოიწერთ.

3. რატომ ვამუშავებთ (სამართლებრივი საფუძველი)

მიზანი საფუძველი
ანგარიშის შექმნა და სერვისის მიწოდება ხელშეკრულების შესრულება
გადახდების დამუშავება და ბუღალტრული აღრიცხვა ხელშეკრულების შესრულება და კანონისმიერი ვალდებულება
უსაფრთხოება, თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების პრევენცია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი
სერვისის გაუმჯობესება და ხარვეზების აღმოფხვრა ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი
საუბრების ისტორიის შენახვა მხოლოდ თქვენი თანხმობა
სიახლეებისა და შეთავაზებების გამოგზავნა მხოლოდ თქვენი თანხმობა
მარკეტინგული ქუქი-ფაილები მხოლოდ თქვენი თანხმობა
კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება კანონისმიერი ვალდებულება

თანხმობაზე დაფუძნებულ შემთხვევებში თანხმობის გამოთხოვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. გამოთხოვა არ აისახება იმ დამუშავებაზე, რომელიც მანამდე მოხდა.

4. მონაცემები და მოდელის ტრენინგი

თქვენს მონაცემებს არ ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელის ტრენინგისთვის. მოდელები მუშაობს Google Cloud-ის პლატფორმაზე, რომელიც კორპორატიული პირობებით არ იყენებს გადაცემულ მონაცემებს Google-ის მოდელების სატრენინგოდ. თქვენი კითხვები არ ხდება საჯარო, არ ინდექსირდება და სხვა მომხმარებელს არ ეჩვენება.

5. სად ინახება და როგორ ვიცავთ

მონაცემები ინახება ევროკავშირში, Google Cloud-ის ინფრასტრუქტურაში (რეგიონი europe-west1). დაშიფრულია გადაცემისას (TLS) და შენახვისას (AES-256).

სერვისის მიწოდებაში გვეხმარებიან გარე მომსახურების მიმწოდებლები — ჰოსტინგი, გადახდების დამუშავება და SMS-ვერიფიკაცია. ისინი მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ ჩვენი დავალებით და ამ პოლიტიკის ფარგლებში.

6. ვის ვუზიარებთ

თქვენს მონაცემებს არ ვყიდით.

ვუზიარებთ მხოლოდ:

  • ჩვენს ქვე-დამმუშავებლებს — ჰოსტინგის, გადახდებისა და SMS-ვერიფიკაციის მიმწოდებლებს, სერვისის მიწოდების ფარგლებში;
  • ჩვენს პროფესიულ მრჩევლებს (იურისტი, აუდიტორი, ბუღალტერი) — საჭიროებისამებრ და კონფიდენციალურობის ვალდებულებით;
  • სახელმწიფო ორგანოებს — მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მოთხოვნის კანონიერების შემოწმების შემდეგ;
  • კომპანიის რეორგანიზაციის, შერწყმის ან გაყიდვის შემთხვევაში — უფლებამონაცვლეს, ამ პოლიტიკის პირობების შენარჩუნებით.

სარეკლამო მიზნით მონაცემებს მესამე პირს არ გადავცემთ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარკეტინგულ ქუქი-ფაილებზე თანხმობას თავად მოგვცემთ (იხ. მე-10 თავი).

გადაცემა ევროკავშირისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენი ქვე-დამმუშავებლების მშობელი კომპანიები აშშ-ში არიან რეგისტრირებული. თუ მონაცემები ამ ქვეყნებში გადაიცემა, ეს ხდება მხოლოდ სათანადო სამართლებრივი გარანტიების საფუძველზე.

7. შენახვის ვადა

მონაცემი ვადა
ანგარიშის მონაცემები ანგარიშის აქტიურობის პერიოდი + 30 დღე წაშლის შემდეგ
საუბრების ისტორია სანამ თავად არ წაშლით; ანგარიშის წაშლისას — ანგარიშთან ერთად
სისტემური ლოგები 12 თვე
საკონტაქტო ფორმის შეტყობინებები 24 თვე
სიახლეების გამომწერის ელ. ფოსტა გამოწერის გაუქმებამდე
ქუქი-თანხმობის ჩანაწერი 12 თვე

ბუღალტრულ და გადასახადებთან დაკავშირებულ ჩანაწერებს ვინახავთ კანონით დადგენილი ვადით.

ვადის გასვლის შემდეგ მონაცემებს წავშლით ან დავადეპერსონალიზებთ.

8. თქვენი უფლებები

საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:

  • მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა მონაცემებს ვამუშავებთ და რატომ;
  • მოითხოვოთ მონაცემების ასლი (ექსპორტი);
  • მოითხოვოთ არასწორი მონაცემის შესწორება ან განახლება;
  • მოითხოვოთ მონაცემების წაშლა;
  • მოითხოვოთ დამუშავების შეჩერება ან დაბლოკვა;
  • გამოითხოვოთ თანხმობა, თუ დამუშავება თანხმობას ეფუძნება;
  • უარი თქვათ პირდაპირ მარკეტინგზე — ნებისმიერ დროს, დასაბუთების გარეშე.

როგორ: მოგვწერეთ privacy@algopera.ai. პასუხს გაგცემთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ვინაობის დასადასტურებლად შეიძლება დამატებითი ინფორმაცია გვთხოვოთ. მოთხოვნის დაკმაყოფილებაში საფასურს არ ვიღებთ.

თუ ჩვენი პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ, უფლება გაქვთ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

9. ინციდენტზე რეაგირება

მონაცემთა უსაფრთხოების ყველა ინციდენტს აღვრიცხავთ. თუ ინციდენტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს უფლებებს, ინციდენტის აღმოჩენიდან 72 საათის განმავლობაში ვატყობინებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და, საჭიროების შემთხვევაში, თქვენც.

10. ქუქი-ფაილები

ვიყენებთ ორი კატეგორიის ქუქი-ფაილს:

  • აუცილებელი — საჭიროა ვებგვერდის გამართული მუშაობისთვის (ავტორიზაცია, უსაფრთხოება, თქვენი პარამეტრების დამახსოვრება). მათი გამორთვა შეუძლებელია.
  • მარკეტინგული — გამოიყენება თქვენზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შესათავაზებლად. ირთვება მხოლოდ თქვენი თანხმობით.

თანხმობის შეცვლა ან გამოთხოვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ქუქი-ბანერის „მართვის" ღილაკიდან.

11. ავტომატიზებული გადაწყვეტილება

Algopera გაძლევთ ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ. სისტემა არ იღებს თქვენს შესახებ ისეთ ავტომატიზებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენს უფლებებზე ან სამართლებრივ მდგომარეობაზე აისახება. საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის თქვენ გეკუთვნით.

12. ცვლილებები

პოლიტიკის განახლების შემთხვევაში, შესწორებულ ვერსიას ამ გვერდზე გამოვაქვეყნებთ და თარიღს განვაახლებთ. არსებითი ცვლილების შესახებ ელ. ფოსტით შეგატყობინებთ მინიმუმ 14 დღით ადრე.

13. კონტაქტი

კონფიდენციალურობის საკითხებზე: privacy@algopera.ai