ვებგვერდი მუშაობს საცდელ რეჟიმში

წესები და პირობები

1. ზოგადი დებულებები

1.1. ეს წესები და პირობები (შემდგომში — პირობები) აწესრიგებს ურთიერთობას შპს „ალგოპერა"-სა (ს/კ 406552706, მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, მიკრორაიონი ვაზისუბანი IV, კვარტალი I, კორპუსი 8, სართული 7, ბინა N126; შემდგომში — Algopera, ჩვენ) და პლატფორმის მომხმარებელს (შემდგომში — თქვენ, მომხმარებელი) შორის.

1.2. პირობები ვრცელდება ვებგვერდზე algopera.ai და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე.

1.3. პირობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით სტანდარტული პირობებია. რეგისტრაციისას ველის მონიშვნით („წავიკითხე და ვეთანხმები") თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს და ხელშეკრულება ითვლება დადებულად.

1.4. თუ პირობებს არ ეთანხმებით, სერვისით სარგებლობა შეუძლებელია.

2. ტერმინები

  • პლატფორმა — Algopera-ს ვებგვერდი და მასზე განთავსებული სერვისები.
  • სერვისი — საგადასახადო კანონმდებლობის ავტომატიზებული კვლევა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით.
  • კითხვა — თქვენ მიერ პლატფორმაზე დასმული ერთი შეკითხვა, რომელზეც სისტემა გასცემს პასუხს. ეს არის ანგარიშსწორების ერთეული.
  • პაკეტი — ვადიანი პროდუქტი ფიქსირებული რაოდენობის კითხვებით.
  • ბალანსი — წინასწარ შევსებული თანხა, საიდანაც კითხვის ღირებულება ჩამოიჭრება.
  • Non-Billable კითხვა — კითხვა, რომელზეც სისტემამ ვერ გასცა ოფიციალური წყაროთი დასაბუთებული პასუხი და რომელიც არ ჩაითვლება.

3. რეგისტრაცია და ანგარიში

3.1. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა რეგისტრაცია. რეგისტრაცია შესაძლებელია ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის სახელით.

3.2. რეგისტრაციისას ვალდებული ხართ მიუთითოთ სწორი და აქტუალური მონაცემები. მონაცემების ცვლილებისას ისინი დროულად უნდა განაახლოთ.

3.3. სერვისით სარგებლობა შეუძლია 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, ან იურიდიული პირის სახელით უფლებამოსილ წარმომადგენელს.

3.4. ანგარიშის მონაცემები (მომხმარებელი, პაროლი) კონფიდენციალურია. მათი დაცვა თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენი ანგარიშიდან განხორციელებული ყველა ქმედება თქვენ მიგეწერებათ.

3.5. ერთი ანგარიში განკუთვნილია ერთი მომხმარებლისთვის. ანგარიშის გაზიარება, გადაცემა ან გადაყიდვა დაუშვებელია. მრავალმომხმარებლიანი წვდომისთვის მოქმედებს კორპორატიული პირობები.

3.6. ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომის ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ: support@algopera.ai.

4. რას აკეთებს სერვისი

4.1. Algopera იძლევა ინფორმაციას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ. პასუხი ეყრდნობა ოფიციალურ წყაროებს და შეიცავს წყაროს მითითებას.

4.2. სისტემა მუშაობს ხუთ ოფიციალურ წყაროზე: საგადასახადო კოდექსი, საკანონმდებლო აქტები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები და შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოები (InfoHub).

4.3. სერვისი მოიცავს აგრეთვე დამხმარე ინსტრუმენტებს (კალკულატორები) და საუბრების ისტორიის შენახვას თქვენი თანხმობით.

4.4. Algopera მუდმივად ვითარდება. ცალკეული ფუნქცია შეიძლება დაემატოს, შეიცვალოს ან მოიხსნას.

5. სერვისის შეზღუდვები

5.1. Algopera არის საინფორმაციო ხელსაწყო, არა საგადასახადო ან იურიდიული კონსულტაცია. სერვისი არ ანაცვლებს ბუღალტრის, საგადასახადო კონსულტანტის, აუდიტორის ან ადვოკატის პროფესიულ მომსახურებას.

5.2. პასუხს იურიდიული ძალა არ აქვს. ის არ არის ოფიციალური განმარტება და არ ქმნის სავალდებულო ძალის მქონე პოზიციას შემოსავლების სამსახურის ან სასამართლოს წინაშე.

5.3. Algopera არ არის აფილირებული შემოსავლების სამსახურთან ან სხვა სახელმწიფო ორგანოსთან და მათი სახელით არ მოქმედებს.

5.4. AI-სისტემამ შეიძლება დაუშვას შეცდომა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ოფიციალურ წყაროს ეყრდნობა, გამორიცხული არ არის უზუსტობა, არასრული ან მოძველებული ინფორმაცია. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ მითითებული პირველწყარო.

5.5. გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა თქვენია. სერვისით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება თქვენი პასუხისმგებლობაა.

5.6. სერვისი არ მოიცავს:

  • დეკლარაციის შევსებას ან წარდგენას;
  • შემოსავლების სამსახურთან თქვენი სახელით კომუნიკაციას;
  • არა-საგადასახადო სამართლებრივ საკითხებს;
  • საბუღალტრო მომსახურებას.

6. დაშვებული და აკრძალული გამოყენება

6.1. სერვისით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონიერი მიზნით.

6.2. აკრძალულია:

  • ავტომატიზებული საშუალებებით (ბოტი, სკრიპტი, სკრეიპერი) მასობრივი მოთხოვნების გაგზავნა;
  • პლატფორმის შიგთავსის სისტემატური ამოღება, კოპირება ან კონკურენტული პროდუქტის შესაქმნელად გამოყენება;
  • ანგარიშის გაზიარება ან სერვისზე წვდომის გადაყიდვა;
  • პლატფორმის უსაფრთხოების შემოვლა, ტესტირება ან დატვირთვა ჩვენი თანხმობის გარეშე;
  • სხვისი პერსონალური ან კონფიდენციალური მონაცემების შეყვანა შესაბამისი უფლების გარეშე;
  • პლატფორმის გამოყენება უკანონო, შეურაცხმყოფელი ან მესამე პირის უფლების დამრღვევი მიზნით.

6.3. ამ პუნქტის დარღვევისას უფლება გვაქვს შევზღუდოთ ან შევაჩეროთ თქვენი წვდომა. წვდომის შეჩერებამდე შეგატყობინებთ და მოგცემთ დარღვევის აღმოფხვრის გონივრულ ვადას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარღვევა უსაფრთხოებას ან სხვა მომხმარებელს აყენებს ზიანს.

7. ფასები, პაკეტები და ბალანსი

7.1. სერვისი ფასიანია. ანგარიშსწორების ერთეული — ერთი კითხვა.

7.2. ვადიანი პაკეტები. ხელმისაწვდომია 1, 3 და 6-თვიანი პაკეტები ფიქსირებული რაოდენობის კითხვებით. პაკეტის კითხვები მოქმედებს პაკეტის ვადის განმავლობაში და მომდევნო პერიოდში არ გადადის.

7.3. ბალანსი (გადახდა კითხვაზე). ერთი კითხვის ღირებულებაა 1.50 ₾. ბალანსის მინიმალური შესავსები თანხაა 10.00 ₾. ბალანსს ვადა არ გასდის.

7.4. კორპორატიული პირობები განისაზღვრება ცალკე ხელშეკრულებით.

7.5. ყველა ფასი მითითებულია ლარში, დღგ-ს ჩათვლით.

7.6. მიმდინარე ფასები მითითებულია ფასების გვერდზე. ფასის ცვლილება არ ვრცელდება უკვე შეძენილ პაკეტზე ან შევსებულ ბალანსზე.

8. Non-Billable პოლიტიკა

8.1. თუ Algopera ვერ პოულობს კითხვაზე ოფიციალურ წყაროზე დაფუძნებულ პასუხს ან ვერ ამყარებს მას ციტატით, ასეთი კითხვა არ ჩაითვლება — თანხა ბალანსიდან არ ჩამოიჭრება და პაკეტის ლიმიტს არ დააკლდება.

8.2. სისტემა ასეთ შემთხვევაში პირდაპირ გატყობინებთ, რომ საკმარისი საფუძველი ვერ იპოვა.

8.3. Non-Billable სტატუსს განსაზღვრავს სისტემა ავტომატურად. თუ მიგაჩნიათ, რომ კითხვა შეცდომით ჩაგეთვალათ, მოგვწერეთ support@algopera.ai — განცხადებას განვიხილავთ 10 სამუშაო დღეში.

8.4. Non-Billable პოლიტიკა ეხება მხოლოდ ანგარიშსწორებას. ის არ არის პასუხის სისწორის გარანტია.

9. საცდელი პერიოდი

9.1. ახალ მომხმარებელს ეძლევა 2-დღიანი უფასო საცდელი პერიოდი, 5 კითხვით.

9.2. საცდელი პერიოდის გასააქტიურებლად საჭიროა საბანკო ბარათის მითითება. საცდელი პერიოდის განმავლობაში თანხა არ ჩამოიჭრება.

9.3. თუ საცდელი პერიოდის გააქტიურებისას პაკეტი აირჩიეთ და საცდელი პერიოდის დასრულებამდე გამოწერას არ გააუქმებთ, პერიოდის დასრულების შემდეგ ავტომატურად ჩამოიჭრება არჩეული პაკეტის ღირებულება. გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პროფილიდან.

9.4. საცდელი პერიოდი ერთხელ გაიცემა ერთ მომხმარებელზე. განმეორებითი ან ხელოვნურად შექმნილი ანგარიშებით საცდელი პერიოდის მიღება დაუშვებელია.

10. გადახდა

10.1. გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით (გარე გადახდის პროვაიდერის მეშვეობით) ან საბანკო გადარიცხვით.

10.2. ბარათით გადახდისას გადამისამართდებით პროვაიდერის გვერდზე. ბარათის სრულ მონაცემებს არ ვინახავთ და არ ვხედავთ.

10.3. საბანკო გადარიცხვისას სერვისი აქტიურდება თანხის ჩარიცხვის დადასტურების შემდეგ, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

10.4. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადახდის ისტორია ხელმისაწვდომია თქვენს პროფილში.

11. ხელშეკრულებაზე უარის თქმა და თანხის დაბრუნება

11.1. თუ მომხმარებელი ხართ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მნიშვნელობით, გაქვთ უფლება დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარი თქვათ 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

11.2. სერვისის დაუყოვნებლივ დაწყება. პაკეტის შეძენისას, ბალანსის შევსებისას ან საცდელი პერიოდის გააქტიურებისას თქვენ ითხოვთ, რომ სერვისი მაშინვე გახდეს ხელმისაწვდომი. ამ თანხმობას ცალკე ადასტურებთ გადახდის გვერდზე. თქვენ იცით, რომ სერვისის სრულად მიღების შემდეგ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას კარგავთ.

11.3. თუ 14 დღის განმავლობაში უარს იტყვით, დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა უკვე გამოყენებული კითხვების ღირებულების გამოკლებით. ბალანსის შემთხვევაში კითხვის ღირებულებაა 1.50 ₾; პაკეტის შემთხვევაში — შესაბამისი პაკეტის ერთეულოვანი ღირებულება.

11.4. თანხა უბრუნდება იმავე გადახდის საშუალებით, არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა მოთხოვნის მიღებიდან.

11.5. მოთხოვნა გამოგვიგზავნეთ: support@algopera.ai.

12. ინტელექტუალური საკუთრება

12.1. პლატფორმა, მისი პროგრამული უზრუნველყოფა, დიზაინი, ლოგო და ბრენდები Algopera Tax და Algopera Customs Algopera-ს საკუთრებაა და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

12.2. კანონის ტექსტი, ნორმატიული აქტები და ოფიციალური განმარტებები, რომლებზეც პასუხი ეყრდნობა, საჯარო წყაროებია და მათზე Algopera უფლებას არ აცხადებს.

12.3. მიღებული პასუხი თქვენია. მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, კლიენტებთან ურთიერთობაში და შიდა დოკუმენტებში.

12.4. აკრძალულია პასუხების სისტემატური ამოღება ან მათი კონკურენტული პროდუქტის შესაქმნელად გამოყენება.

12.5. თქვენ მიერ შეყვანილი შიგთავსი (კითხვები, დოკუმენტები) თქვენი რჩება. მისი დამუშავების წესი აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

13. სერვისის ხელმისაწვდომობა

13.1. ვცდილობთ სერვისი უწყვეტად იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა უწყვეტ მუშაობას გარანტიას არ ვიძლევით.

13.2. სერვისი შეიძლება დროებით შეჩერდეს ტექნიკური სამუშაოების, განახლების, ინფრასტრუქტურული პრობლემის ან ფორსმაჟორის გამო. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ.

13.3. თუ სერვისი ჩვენი ბრალით ხანგრძლივად მიუწვდომელია, ვადიანი პაკეტის ვადა შესაბამისად გაგრძელდება.

14. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

14.1. სერვისი მოწოდებულია „როგორც არის".

14.2. Algopera არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც წარმოიშვა სერვისით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით — მათ შორის, საგადასახადო ჯარიმაზე, საურავზე, დამატებით დარიცხვაზე ან გამორჩენილ სარგებელზე.

14.3. Algopera-ს პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა მოთხოვნის წარმოშობამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში.

14.4. ეს შეზღუდვები არ ვრცელდება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებულ ზიანზე, აგრეთვე იმ შემთხვევებზე, როცა კანონი პასუხისმგებლობის შეზღუდვას კრძალავს.

15. ანგარიშის შეჩერება და გაუქმება

15.1. ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

15.2. ანგარიშის წაშლამდე გირჩევთ, გამოიყენოთ დარჩენილი ბალანსი ან პაკეტის კითხვები. წაშლის შემდეგ გამოუყენებელი ბალანსი და პაკეტის კითხვები უქმდება, გარდა მე-11 თავით გათვალისწინებული შემთხვევისა.

15.3. უფლება გვაქვს შევაჩეროთ ან გავაუქმოთ ანგარიში პირობების არსებითი დარღვევისას. ამის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნება ზიანს გამოიწვევს.

15.4. ანგარიშის წაშლის შემდეგ მონაცემების შენახვის წესი განისაზღვრება კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

16. პერსონალური მონაცემები

16.1. პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ამ პირობების განუყოფელი ნაწილია: algopera.ai/ka/privacy-policy

17. პირობების ცვლილება

17.1. უფლება გვაქვს პირობები შევცვალოთ. განახლებულ ვერსიას ამ გვერდზე გამოვაქვეყნებთ და თარიღს განვაახლებთ.

17.2. არსებითი ცვლილების შესახებ ელ. ფოსტით შეგატყობინებთ მინიმუმ 14 დღით ადრე. თუ ცვლილებას არ ეთანხმებით, ამ ვადაში შეგიძლიათ ხელშეკრულება შეწყვიტოთ.

17.3. ცვლილება არ ვრცელდება უკვე შეძენილ პაკეტზე მისი ვადის ამოწურვამდე.

18. მოქმედი სამართალი და დავები

18.1. პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

18.2. დავის შემთხვევაში მხარეები ჯერ შეეცდებიან მოლაპარაკებით მოგვარებას. მოგვწერეთ support@algopera.ai — პასუხს გაგცემთ 10 სამუშაო დღეში.

18.3. შეთანხმების მიუღწევლობისას დავა განიხილება საქართველოს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი ქვემდებარეობის წესით.

18.4. მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.

19. სხვა დებულებები

19.1. თუ რომელიმე პუნქტი ბათილად იქნა ცნობილი, დანარჩენი პუნქტები ძალაში რჩება.

19.2. ჩვენ მიერ რომელიმე უფლების დაუყოვნებლივ გამოუყენებლობა არ ნიშნავს ამ უფლებაზე უარის თქმას.

19.3. კომუნიკაცია ხდება ელ. ფოსტით. თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ითვლება.

20. კონტაქტი

  • ზოგადი საკითხები: support@algopera.ai
  • კონფიდენციალურობა: privacy@algopera.ai
  • მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, მიკრორაიონი ვაზისუბანი IV, კვარტალი I, კორპუსი 8, სართული 7, ბინა N126